Thumbnail

გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება - მისი მეტოქე ამერიკელი მებრძოლია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 1 მაისს დაუბრუნდება
  • ქართველის მეტოქე გამოცდილი ამერიკელი ქაბ სვონსონია

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მომდევნო ბრძოლას ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლ ქაბ სვონსონთან გამართავს. 32 წლის ჭიკაძე 2021 წელს პირველად იჩხუბებს და ბრძოლა 1 მაისს შედგება.

მან ბოლოს 2020 წლის ნოემბერში იჩხუბა და ლას ვეგასში ამერიკელი ჯეიმი სიმონსი პირველი რაუნდში ნოკაუტით მას შემდეგ დაამარცხა, რაც მეტოქეს ფეხი თავში მოარტყა და ამერიკელი ოქტაგონზე დაეცა. გიგას UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული და ხუთივეში გამარჯვება იზეიმა.

რაც შეეხება მის მეტოქეს: 37 წლის ამერიკელს დეკემბრის შემდეგ არ უჩხუბია. მას კარიერაში 27 ბრძოლა აქვს მოგებული და 11-ჯერ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები