Thumbnail
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
  • რამაზ სვანაძის გუნდი ამხანაგურად ბელარუსთან, რუმინეთსა და ინგლისთან ითამაშებს 

საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდის სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს. 

🇬🇪 საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს...

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 02 მარტი, 2021

29 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება.

7 სექტემბერს ევრო 2023-ის მასპინძელი ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებენ. რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მასპინძელი იქნება.

16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება.

საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები, საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ითამაშებენ. ორივე ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრები მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ევროპის 21-წლამდელთა რიგით 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები