Thumbnail

ფეხბურთი სამშობლოში - დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას მუნდიალის მიღება სურთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას 2030 წლის მუნდიალის ერთად მასპინძლობა სურთ
  • განაცხადის მოსამზადებლად ბრიტანელები 3,9 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებენ
  • 2030 წლის პირველობის ერთად მიღებაზე ესპანეთი და პორტუგალიაც ფიქრობენ  

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის სურვილს, ერთად უმასპინძლონ ფეხბურთში მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს. 

ბრიტანული მედიის ცნობით, განაცხადის გასაკეთებლად ბრიტანეთის ხელისუფლება 3,9 მილიონ ევროს გამოყოფს. 

"ძალიან გვინდა, რომ 2030 წელს ფეხბურთი სამშობლოში დაბრუნდეს, - აღნიშნა ჯონსონმა. - ნამდვილად ვფიქრობ, რომ ყველაზე შესაფერისი ადგილია აქ არის - ფეხბურთის სახლში. ეს ბრწყინვალე იქნება ქვეყნისთვის". 

ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი ერთხელ გახდა - 1966 წელს

ინიციატივას მხარდაჭერა ერთობლივი განცხადებით უკვე გამოუცხადეს ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, უელსისა და ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციებმა. 

"განაცხადის სრულყოფისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ საფუძველზე მუშაობას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განაცხადების მიღების პროცესს გახსნილად 2022 წლისთვის ოფიციალურად გამოაცხადებს", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ლონდონში იმედი აქვთ, რომ მხარდაჭერას ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირისგანაც (უეფა) მიიღებენ და ამ ორგანიზაციას სთავაზობენ, საჭიროების შემთხვევაში, ევრო 2020-ზე არამხოლოდ დაგეგმილ, დაუგეგმავ მატჩებსაც უმასპინძლონ. 

"ჩვენ ნახევარფინალსა და ფინალს ვმასპინძლობთ, მაგრამ თუკი აქვთ სურვილი, რომ სხვა თამაშებიც ჩავატაროთ, ამისთვის უსიტყვოდ მზად ვართ", - განაცხადა პრემიერმა. 

ფეხბურთის სამშობლოდ აღიარებულ ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა - 1966 წელს და მაშინ გამარჯვებულები მასპინძლები გახდნენ. ინგლისი ასევე იყო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 1996 წელს. 

'უემბლიზე' წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა უნდა გაიმართოს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში ჩატარდება, ოთხი წლის შემდეგ, 2026 წელს კი მას ერთობლივვად მექსიკა, აშშ და კანადა მიიღებენ. ცნობილია, რომ 2030 წლის მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობის სურვილი ასევე აქვთ ესპანეთსა და პორტუგალიას. 

კომენტარები

ბოლო ამბები