Thumbnail

ისევ კორონავირუსი - სერია A-ს დღევანდელი მატჩი გადაიდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრიტანული კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩი არ ჩატარდება
  • ტურინელებს რომში გამგზავრების უფლება არ მისცეს

იტალიის სერია A-ს დღეს დაგეგმილი მატჩი არ ჩატარდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია!

საქმე ეხება ლაციოსა და ტორინოს დაპირისპირებას, რომელიც თბილისის დროით 21:30-ზე უნდა დაწყებულიყო. მიზეზი ადგილობრივი კოვიდ-რეგულაციებია. საქმე ისაა, რომ ბოლო დღეებში ტურინელთა რიგებში კორონავირუსი 10 ადამიანს - ფეხბურთელებს და გუნდის შტაბის წევრებს დაუდასტურდათ. თანაც, მათ კოვიდ-19-ის ახალი, ბრიტანული ვერსია დაუდგინდათ, რომელიც განსაკუთრებით გადამდებია. ახლა ტორინო მთელი გუნდით კარანტინშია.

ტორინო მთელი გუნდით კარანტინშია

შეგახსენებთ, რომ ტორინომ 26 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრაც ვერ გამართა სასუოლოსთან. ეს მატჩი 17 მარტისთვის გადაიდო. 

დღეს იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი მატჩია დაგეგმილი - ტურინის იუვენტუსი სპეციას უმასპინძლებს. თამაში 23:45-ზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები