Thumbnail

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი წარუმატებლად გამოსვლას აგრძელებს, რომელმაც ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფია სიქსერსთან წააგო.

20 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 9:31 წუთი გაატარა, თუმცა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და მის ანგარიშზე მხოლოდ თითო მოხსნა და პასია. გოგამ მეტოქის ფარს თამაშიდან ოთხჯერ შეუტია - 3-ჯერ ორქულიანიდან, ერთხელ კი პერიმეტრიდან, მაგრამ მიზანს ვერცერთხელ მიაღწია. ბითაძემ ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +2 ჰქონდა. 

პეისერსმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის პერიოდში გაუწია, რომელიც ქულით წააგო. აი, ამის შემდეგ კი ფილადელფიას უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა.

მატჩში ერთადერთი დუბლი ფილადელფიას კამერუნელმა ცენტრმა მიითვალა

სიქსერსს შეიკ მილტონმა და ჯოელ ემბიიდმა ულიდერეს, რომლებმაც თამაში შესაბამისად, 26 და 24 ქულით დაასრულეს. ემბიიდის ანგარიშზე ასევე 13 მოხსნა იყო. პეისერსში გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. 18 ქულა ჰქონდა ედმონდ სამნერს, ხოლო დომანტას საბონისს - 15.

ინდიანა პეისერსისთვის ეს ზედიზედ მეოთხე წაგებაა. შედეგად, ბითაძის გუნდმა, რომელსაც 33 მატჩში 15 მოგება აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონა დატოვა და ამჟამად მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს პეისერსი 4 მარტს, სტუმრად კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები