Thumbnail

'დიდი ენერგია აქვს და მამაცია' - ლობჟანიძე ბრივში 3 წლით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასილ ლობჟანიძემ ბრივთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
  • ქართველი მორაგბეს ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი ენდობა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვასილ ლობჟანიძემ ფრანგული TOP 14-ის ერთ-ერთ კლუბ ბრივთან კონტრაქტი გააგრძელა და მის თანახმად, კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

''ვასილის დებიუტი გუნდში 2016 წელს შედგა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. მან ბრივის რიგებში ადგილი უკვე დაიმკვიდრა. კლუბის მაისურით 67 მატჩის ჩატარებაც მოახერხა. მისი დებიუტი ნაკრებში 2015 წელს ერთა თასზე გერმანიასთან შედგა. ის ჩვენი კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს'', - წერს ბრივის ვებგვერდი. 

ლობჟანიძის კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავარი მწვრთნელი ჯერემი დევიდსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ასაკისა, ლობჟანიძეს დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია. მას 70 მატჩი აქვს უკვე ჩატარებული და ნაკრებში 55 შეხვედრა. ვასილს აქვს უნარი, რომ ბოლომდე იბრძოლოს. მას დიდი ენერგია აქვს და მამაცია. ის მზადაა ბრივის ღირსების დასაცავად.

ლობჟანიძიე ბრივში არმაზიდან გადავიდა. ქართველი მორაგბე ბრივის ღირსებას უკვე მეხუთე წელია იცავს. კლუბმა მორაგბეების ახალი კონტრაქტები სახალისოდ დააანონსა.

კომენტარები

ბოლო ამბები