Thumbnail

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო და მანჩესტერთან მატჩებს გამოტოვებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს კუნთის დაზიანება აქვს
  • მილანს შვედის გარეშე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწევს

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინიმუმ 3 კვირა ვერ ითამაშებს. შვედმა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი რომასთან ბოლოს ტურის მატჩში დაიზიანა და 56-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში რაფაელ ლეაო ჩაერთო.

39 წლის შვედი ფეხბურთელი მორიგ გამოკვლევას 10 დღის შემდეგ გაივლის, თუმცა თამაშს მინიმუმ 3 კვირა ვერ შეძლებს და ამ პერიოდში მილანს ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს. აღსანიშნავია, რომ იბრა ამ კვირაში ცნობილ იტალიურ ფესტივალ სანრემოზე აპირებს წასვლას, რასაც იტალიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ზლატანის ტრავმა იმაზე მიუთითებს, რომ მას ევროპალიგის 1/8-ფინალური მატჩები ყოფილი გუნდის, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გაუცდება. იტალიური და ინგლისური გრანდები ერთმანეთს 11 და 18 მარტს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე 22 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები