Thumbnail
  • ლაპორტა გამარჯვების შემთხვევაში არტეტას დანიშვნას აპირებს
  • არტეტა ბარსას შიგნიდან იცნობს და კატალონელთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს
  • მისი კონკურენტი ვიქტორ ფონტი ფსონს ჩავიზე დებს

ინგლისური პრესის ცნობით, ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარ მწვრთნელს პრემიერლიგიდან მოიყვანს - საუბარია მიკელ არტეტას ბარსელონაში დანიშვნაზე. რონალდ კუმანმა გუნდი გარდამავალ სეზონში ჩაიბარა, ბარსა დამაჯერებელი არ არის და მისი წასვლის ალბათობა ძალიან მაღალია.

ლაპორტას კონკურენტი ვიქტორ ფონტი ჩავის მწვრთნელობაზე აკეთებს აქცენტს, თავად ლაპორტას ნომერ პირველი კანდიდატი კი სწორედ არტეტაა. იგი რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ახალგაზრდაა, გვარდიოლასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ბარსელონას სათამაშო სტილში ჯდება და კლუბის აკადემიის აღზრდილია.

არტეტას გვარდიოლასთან მუშაობის გამოცდილება აქვს

ბარსელონა იშვიათი კლუბია, რომელიც თითქმის არასოდეს ეპატიჟება იმ მწვრთნელებს, რომლებიც კლუბს შიგნიდან არ იცნობენ და ბარსას სათამაშო ფილოსოფიაში არ ჯდებიან. მიუხედავად იმისა, რომ არტეტას მუშაობა არსენალში ამ დრომდე არცთუ ისე წარმატებულია, ბარსასთვის მთავარი მისი სათამაშო კონცეფცია და კატალონურ გუნდში ყოფნის გამოცდილებაა.

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები ერთხელ უკვე გადაიდო პანდემიის გამო. წინასწარი მონაცემებით ლაპორტა ფონტს ასწრებს და ფავორიტია. არჩევნები 7 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები