Thumbnail

NBA | დიდი ბრძოლა არ გამოვიდა - ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს იოლად მოუგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 117:91 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • ლეიკერსმა იოლად მოიგო, მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა
  • 20 ქულამდე ვერცერთი მოთამაშე ვერ მივიდა

გუშინდელ სათამაშო დღეს ყველაზე დიდ ინტრიგას ალბათ ლიგის ორი მთავარი სახის - ლებრონ ჯეიმსისა და სტეფ კარის გუნდების შეხვედრა იწვევდა. სინამდვილეში, ამ თამაშში ბრძოლა არ გამოვიდა. ლეიკერსმა პირველივე მეოთხედი 20 ქულით მოიგო და ამის შემდეგ გოლდენ სტეიტი თამაშში ვეღარ დაბრუნდა. საბოლოოდ კალიფორნიელებმა იოლად, 26 ქულით გაიმარჯვეს.

თამაშის შინაარსიდან გამომდინარე არც ლებრონს და კარის "მოუკლავთ თავი". ორივე მათგანმა მხოლოდ 25 წუთი გაატარა პარკეტზე. ლებრონს 12-დან 7 ჩაგდებული სროლა, 19 ქულა და +18 ჰქონდა. კარიმ  13-დან მხოლოდ 5 სროლა გაამოიყენა, 16 ქულას დასჯერდა და - 24 ჰქონდა. 

ორივე გუნდიდან ვერავინ მოახერხა თუნდაც 20 ქულის ჩაგდება. მაგრამ, თუკი ლეიკერსიდან ერთდროულად 6-მა მოთამაშემ შეძლო 10 ქულაზე მეტის დაგროვება, გოლდენ სტეიტს ასეთი მხოლოდ ორი კალათბურთელი ჰყავდა და გასაკვირი არ არის 91 ქულას რომ დასჯერდა.

მატჩის შემდეგ სტეფ კარიმ მისი გუნდის მიმართ მეტოქეების განსაკუთრებულ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეებს წინა წლებში გოლდენ სტეიტის დომინაცია ახსოვთ და ახლა ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოუგონ მათ.

კომენტარები

ბოლო ამბები