Thumbnail
  • გიორგი ბერიძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა
  • 23 წლის ქართველმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა

უნგრეთის OTP Bank ლიგაში გიორგი ბერიძის უიპეშტი პაკშს ესტუმრა და დამაჯერებლად 3:1 მოუგო, ქართველმა შემტევმა კი ამ გამარჯვებაში წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.

უიპეშტმა პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მე-2 ნახევარში სიტუაცია გამოასწორა. ბერიძემ საგოლე გადაცემა ნემანია ანტონოვს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე თვითონ გიორგიმ გაიტანა.

ზოგადად, 23 წლის შემტევი კარგ ფორმაშია. მან 4 დღის წინ უნგრეთის თასზეც გაიტანა გამარჯვების გოლი, მიმდინარე სეზონში კი ორივეგან შედეგიანად თამაშობს: 5 გოლი ჩემპიონატში და 5 თასზე. უიპეშტს 28 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები