Thumbnail

'ჩინეთის პატარა თოჯინა ხარ' - კოლბი კოვინგტონი ლებრონს მიმართავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კოლბი ლებრონს ძველ ამბავს უხსენებს
  • კალათბურთის მეგა-ვარსკვლავი ორპირობაში დაადანაშაულეს

ბოლო რამდენიმე წელია, ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად არის ჩართული. NBA-ს მეგა-ვარსკვლავი, სოციალური მედიის საშუალებით, ხშირად ეხმაურება სხვადასხვა საკითხებს.

მისი შეფასებები ყველაზე მწვავე, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიმართ იყო ხოლმე. ბოლო დროს კი მისი აქტივიზმის ამბავი განხილვის თემა გახდა, რაშიც აქტიურად ჩაერთო UFC-ის ვარკსლავი და დონალდ ტრამპის მხრუვალე მხარდამჭერი - კოლბი კოვინგტონი.

კოლბი კოვინგტონი თეთრ სალხში ვიზიტისას

კოვინგტონი წერს, რომ ლებრონი ორპირი მატყუარაა, ამ ბრალდებას კოლბი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩინეთთან დამოკიდებულებით ამყარებს. მოგეხსენებათ, ბევრ სპორტული ორგანიზაცა და ბევრი სპორტსმენი, კომერციული მოგების გამო, ჩინეთის შიდა პოლიტიკის კრიტიკისგან თავს იკავებს.

კოლბი: "ჰონგ კონგის პრობლემებზე რატომ არ საუბრობ? ჰო, გამახსენდა... არ შეგიძლია, რადგან ჩინეთის თოჯინა ხარ. მილიონებს აკეთებ ბავშვები თამაშის ხარჯზე, მერე სოციალურ თანასწორობაზე საუბრობ და ჩინეთში შენი პროდუქტის შესაქმნელად რომ ხალხს გროშებს უხდიან ეგ არ გაინტერესებს."

კოვინგტონი ლებრონს 2019 წლის შემოდგომაზე მომხდარს უხსენებს. 2 წლი წინ, ჰიუსტონ როკეტსის გენერალურმა მენეჯერმა, დარლი მორიმ ტვიტერზე ჩინეთის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა, რის გამოც, ჩინეთი NBA-ს სანქციებით დაემუქრა. ლებრონის გამოხმაურება ამ ამბავზე არაფრისმთქმელი ცარიელი ფრაზებით შემოიფარგლა, რაც დღემდე ბევრს ახსოვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები