Thumbnail

'რონალდოსა და მესიზე უარს არ ვიტყოდი' - ბექჰემის ამბიციური გეგმები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დევიდ ბექჰემმა ინტერ მაიმის გეგმებზე ილაპარაკა
  • ინგლისელი აცხადებს, რომ ამბიციური მიზნები აქვს

ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ერთ გუნდში - ალბათ ბევრს უოცნებია. ამის შანსი არცისე დიდია, მაგრამ მომავალში გამორიცხული მაინც არაფერია. სწორედ რონალდოსა და მესის ტრანსფერზე ამერიკული ინტერ მაიამის მფლობელ დევიდ ბექჰემს ჰკითხეს, რომელმაც, რა თქმა უნდა, მათი დამატების სურვილი გამოთქვა.

"მე პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ჩვენი აკადემია კლუბის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მთავარ გუნდში დავაწინაუროთ, ეს იქნება ინტერ მაიამის სუნთქვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ გულშემატკივრებს დიდი ფეხბურთელების ნახვა სურთ. უკვე გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან გონსალო იგუაინი და ბლეზ მატუიდი, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და გვინდა, დიდი ფეხბურთელები კიდევ ჩამოვიყვანოთ.

მესის და რონალდო? მათ ჯერ კიდევ აქვთ ამბიცია და გამარჯვების სურვილი. რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელების დამატება გვსურს, მაიამის კი ნებისმიერისთვის უზარმაზარი მიმზიდველობა აქვს და ცხადია, ამ ტიპის მოთამაშეების დამატება გვინდა. სერ ალექს ფერგიუსონი იყო კარგი მოთამაშის შერჩევის ოსტატი. ის ყოველთვის მსოფლიოში საუკეთესოს არ ყიდულობდა, მაგრამ კლუბისთვის სწორ მოთამაშეს არჩევდა და ეს არის ის, რაც მისგან გადავიღე," - თქვა ბექჰემმა.

ბექჰემს მაიამიში დიდი გეგმები აქვს

შეგახსენებთ, რომ ინტერ მაიამი 2018 წელს დაარსდა და ბექჰემის გარდა კიდევ 3 მფლობელი ჰყავს. ამავდროულად, ინგლისელი კლუბის პრეზიდენტია, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ყოფილი თანაგუნდელი ფილ ნევილი მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები