Thumbnail

მექსიკაში მსაჯმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და თამაშის ბედი შეცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მსაჯმა მცველის ფუნქციები შეითავსა
  • კრუზ ასულმა 2 ქულა არბიტრის გამო დაკარგა

მექსიკისი ლიგა MX-ში, კრუზ ასულის და ტოლუკას დაპირისპირებისას, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა - ოსკარ მასიასმა, ცარიელი კარისკენ დარტყმული ბურთი დაბლოკა, რითიც როგორც აღმოჩნდა თამაშის ბედი შეცვალა.

კრუზ ასული მესამე გოლს იტანდა, როდესაც მასიასმა ტოლუკას მცველის ფუნქციები შეითავსა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღშფოთებული კრუზ ასულის ფეხბურთელები მსაჯს მივარდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, ტოლუკამ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მესამე ვერ გატანილი გოლის გამო, კრუზ ასულმა 2 ქულა დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები