Thumbnail
  • მეტ ჯენინგმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი მსროლელმა მანრესაში გაამართლა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მეტ ჯენინგმა ესპანურ მანრესასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. 32 წლის ამერიკელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა, გუნდს მხოლოდ დეკემბერში შეუერთდა. ჯენინგი ბასკონიადან წასვლის მერე უგუნდოდ იყო. მანრესაში მეტს ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის დაშავების შემდეგ დაუძახეს.

მეტ ჯენინგმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის საშუალოდ 10.7 ქულას და 1.7 პასს აკეთებდა. კლუბმა მოისურვა, რომ მასთან ურთიერთობა გაგრძელებულიყო. 

მეტ ჯენინგი 2018 წელს გახდა საქართველოს მოქალაქე მან საბერძნეთისა და ისრაელის წინააღმდეგ მატჩებშ მონაწილეობდა და საშუალოდ 16 ქულა მოჰქონდა ნაკრებისთვის. 

მანრესა ACB ლიგაში 10 მოგებით მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ სწორედ პირველი 8 კლუბი აგრძელებს პლეი ოფში თამაშს. 

კომენტარები

ბოლო ამბები