Thumbnail

Movistar Basket ესპანური ლიგა ენდესას (ACB) MVP-ის ასახელებს - ხუთ ნომინანტს შორის კი საქართველოს ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინია.

გიორგი საშუალოდ 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას და 2.4 პასს აკეთებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი - 23.3 ქულაა. მის გარდა სეზონის საუკეთესოობის კანდიდატები არიან: ედი ტავარეში (რეალი), ლაურინას ბირუტისი (ობრადოირო), მელო ტრიმბლი (ფუენლაბრადა) და ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა). აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებს - ტავარეშს, რომელიც მეორეა, 18.7 ქულა აქვს. 

გიორგი შერმადინის ტენერიფე 28 თებერვალს ლიგა ენდესაში ობრადორიოს ესტუმრება. ტენერიფე 22 თამაშიდან 17 მოგებით მე-4 პოზიციაზეა. ამდენივე გამარჯვება აქვს მე-3 ადგილზე მყოფ ბასკონიას. ჩემპიონატს რეალი 20 მოგებით ლიდერობს, ბარსელონა 18 გამარჯვებით მეორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები