Thumbnail

'დიახ, ბარსა ინტერესდებოდა' - ლაუტარო მარტინესმა ასე გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერის ფორვარდმა ჟურნალისტებთან თავის მომავალზე ისაუბრა
  • ლაუტარო ადასტურებს, რომ მისი ტრანსფერით ბარსელონა ინტერესდებოდა 
  • არგენტინელი ფეხბურთელი მილანის ინტერში დარჩენას დიდი ხნით აპირებს

ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა, რომლის მომავალს ბარსელონას აქტიურად უკავშირებდნენ, განაცხადა, რომ დიდი ხნით აპირებს მილანურ კლუბში დარჩენას.

"ზაფხულში ინტერიდან არ წავალ. დიახ, ერთი წლის წინ ბარსელონა ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინვე დაუფარავად ვუთხარი კონტეს, რომ მხოლოდ ინტერზე ვფიქრობდი და მოლაპარაკებები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენდა. 

ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ინტერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვაპირებ. არ ვიცი, როდის გამოაცხადებს ინტერი ამის შესახებ ოფიციალურად. მომწონს კლუბი, ქალაქი და გულშემატკივრები", - აქვეყნებს არგენტინელის სიტყვებს იტალიური მედია.

ლაუტარო მესის გვერდით კლუბში არ ითამაშებს

ლაუტარო მარტინესი მილანის ინტერში 2018 ზაფხულში, არგენტინული რასინგიდან გადავიდა და მაშინ ტრანსფერის ფასმა 25 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში 23 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 4 საგოლე პასი. 

ლაუტაროს, რომელსაც Transfermarkt.com 70 მილიონ ევროდ აფასებს, ინტერთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სერია A-ში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ მილანის ინტერს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ინტერი, რომელიც უახლოეს მდევარ მილანს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ ჯენოასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები