Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძე გრან კანარიაში აღარ ითამაშებს
  • 27 წლის კალათბურთელი ამ სეზონში საშუალოდ 5.7 ქულას და 3.1 მოხსნას აგროვებდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ გრან კანარია დატოვა. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბურჯანაძემ ხელშეკრულების გაწყვეტა პირადი მიზეზებით ითხოვა.

„გრან კანარიამ და ბექა ბურჯანაძემ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოთამაშემ ეს პირადი მიზეზების გამო მოითხოვა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, - წერს ესპანური კლუბის ვებგვერდი.

27 წლის ბექა ბურჯანაძე გრან კანარიაში 2019 წლიდან თამაშობდა. მანამდე ის ასევე ესპანეთში გიპუსკოას, მორაბანკ ანდორას, კორუნიას და სევილიას ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში ბექა თამაშში საშუალოდ 5.7 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა, ხოლო მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 6.1 იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები