- სარაგბო კლუბ “წიქარას“ წარმომადგენელი ნიკოლოზ წიქარიძე განცხადებას ავრცელებს
- ის იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერებს კლუბებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
- 'ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია' - ვეტერანი მორაგბეები არჩევნებზე
სარაგბო კლუბ წიქარას წარმომადგენელი ნიკოლოზ წიქარიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერებს კლუბებზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გარე ძალები აქტიურად არიან ჩართულნი სარაგბო ოჯახის ნგრევაში, რასაც სპორტის ეს სახეობა კატასტროფამდე მიჰყავს.
'მე გიდასტურებთ, ბატონო სოსო, იყო გაუგონარი ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა, რაც საავადმყოფოში, შეუძლოდ მყოფი ადამიანის იძულებაში გამოიხატა! და ამ ბინძურმა სვლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო - თენგიზ გოცირიძეს, კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრების 11 წელი რაგბის კლუბს და მომავალ თაობას მიუძღვნა, დღეს რაგბის ხსენებაც აღარ უნდა'', - წერს ნიკოლოზ წიქარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩიეს. ქვორუმი არ შედგა, ხოლო 'წიქარას' პრეზიდენტმა თენგიზ გოცირიძემ მთავარ არხთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მას საავადმყოფოში მიაკითხეს და მინდობილობის ნოდარ ლიპარტელიანზე გადაცემა სთხოვეს, რათა მის ნაცვლად ხმა მიეცათ.
კომენტარები