Thumbnail
  • 📅 28 თებერვალი | ⌚ 20:30 | ⚽ ჩელსი V იუნაიტედი
  • ქულების დაკარგვის უფლება არცერთ გუნდს არ აქვს
  • ორივე გუნდი შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ 

კვირას ინგლისში ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის ჩელსი "სტემფორდ ბრიჯზე" მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გავრცელებული აზრით, რომ დიდი ექვსეულის თამაშები არასანახაობრივი გამოდის, გულშემატკივარი დაძაბული და საინტერესო მატჩს მოლოდინშია.

ორივე გუნდი კარგ ხასიათზეა. "არისტოკრატებმა" შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლაზე მადრიდის ატლეტიკოს 1:0 მოუგეს და მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი შინ რეალ სოსიედადს 0:0 ეთამაშა ორი მატჩის ჯამში 4:0 მოიგო და ევროპალიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მილანი იქნება.

"წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის გასვლით შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებიან. მანჩესტერელები სტუმრად ბოლო 19 მატჩია არ აგებენ, თუმცა ჩელსიმ სახლში გამართული ბოლო 11 პრემიერლიგური მატჩიდან ათში არ წააგო. ყველა ტურნირზე ერთად ოლე გუნარ სულშერის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი წააგო შინ 1:2 შეფილდ იუნაიტედთან.

კარგ ფორმაშია ლონდონური კლუბიც. მას შემდეგ რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა, ჩელსიმ ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი გამართა და არცერთში არ დამარცხებულა. გერმანელი სპეციალისტის მისვლის შემდეგ "არისკორატების" კარში გოლის გატანა რთულია. 8 შეხვედრაში ჩელსიმ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა (ერთი რუდიგერის ავტოგოლი).

ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს სატურნირო მდგომარეობა. ჩელსი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. ლონდონელებს 43 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე მყოფ ვესტ ჰემს 2 ქულით ჩამორჩებიან. სამქულაშია მე-6 ადგილზე მყოფი ლივერპული. გარდა ამისა, ჩელსის წინ ძალიან რთული კალენდარი აქვს. მანჩესტერთან შეხვედრის შემდეგ ტუხელის გუნდი ლივერპულს, ევერტონს, ლიდსს და ატლეტიკოს დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე "არისტოკრატები" უნდა შეეცადონ ყველა აღნიშნული მატჩიდან რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაკარგონ.

თომას ტუხელი ჩელსიში ჯერ-ჯერობით არავის დაუმარცხებია

რაც შეეხება იუნაიტედს. ოლე გუნარ სულშერის გუნდი 25 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ მანჩესტერ სიტის 10 ქულით ჩამორჩება. თუ "ქალაქელების" ფორმას გავითვალისწინებთ ნორვეგიელი სპეციალისტის კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება. სავარაუდოდ პრემიერლიგაში მათი მაქსიმუმი ახლანდელი ადგილის შენარჩუნება იქნება. “წითელი ეშმაკების” უახლოესი მდევარი ლესტერია, რომელსაც იუნაიტედის ანალოგიურად 49 ქულა აქვს. როგორც ხედავთ, ქულების დაკარგვის უფლება არცერთ გუნდს არ აქვს, სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვა.

თუ გადავხედავთ ამ ორი გუნდის, ყველა ტურნირზე ერთად, ბოლო 5 დაპირისპირებას შევამჩნევთ, რომ ბოლო პერიოდში ჩელსის მანჩესტერის დამარცხება უჭირს, 3 მარცხი, 1 ფრე და 1 გამარჯვება, ისიც ასოციაციის თასზე. ლონდონელებს სულშერის გუნდის დამარცხება განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე უჭირთ. "მანკუნიანელებმა" ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 3 მატჩიდან "არისტოკრატებს" სამივე მოუგეს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის შეხვედრა კი "ოლდ ტრაფორდზე" უგოლოდ დასულდა. 

საკადრო პრობლემები უფრო მეტად იუნაიტედს აწუხებს. ჩელსისთან დანამდვილებით ვერ ითამაშებენ პოლ პოგბა და ფილ ჯონსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა კავანის, მაკტომინეის და ვან დე ბეეკის მოედანზე ხილვა. რაც შეეხება ჩელსის, მატჩი შესაძლოა გამოტოვოს ტიაგო სილვამ, რომელიც გუნდს ატლეტიკოსთან ვერ ეხმარებოდა.         

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერს პრემიერლიგის ბოლო 19 გასვლითი შეხვედრიდან არცერთი არ წაუგია.

⚽ ჩელსიმ პრემიერლიგის ბოლო სამ საშინაო მატჩში კარი მშრალად შეინახა.

⚽ იუნაიტედმა ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელებს ბოლო სამი შეხვედრიდან პირველი ტაიმიც მოუგო და მთლიანი შეხვედრაც.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" ჩელსის ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან ოთხივეში 2 გოლი გაუტანეს.

⚽ "არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან 10-ში არ წააგეს.

⚽ ლონდონურ კლუბს ყველა ტურნირზე ერთად 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სულშერის გუნდმა ყველა ტურირნზე ერთად აღებული ბოლო 10 შეხვედრიდან, მხოლოდ 1 წააგო.

⚽ თომას ტუხელის მოსვლის შემდეგ ჩელსიმ 8 შეხვედრაში, მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

⚽ გერმანელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში ჯერ არ დამარცხებულა.    

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 5 დაპირისპირებაში ჩელსის 9 გოლი დაუტანა და მხოლოდ 4 გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - აზპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი - ჰადსონ-ოდოი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო - მაუნტი, ვერნერი - ჟირუ.
ტრავმა: ტიაგო სილვა (?).

იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა - ბაილი, ლინდელოფი, მაგვაიერი - ვან-ბისაკა, მატიჩი, ფრედი, შოუ - ფერნანდესი - რაშფორდი, მარსიალი. 
ტრავმა: პოგბა, ჯონსი, კავანი (?), მაკტომინეი (?), ვან დე ბეეკი (?).             

კომენტარები

ბოლო ამბები