Thumbnail

ჰენრი ქევილმა, შესაძლოა, Mass Effect-ის ადაპტაციაში შეფარდის როლი ითამაშოს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • მსახიობმა საიდუმლო პროექტის შესახებ ინსტაგრამ პოსტში ისაუბრა
  • ფოტოზე გამოსახულ ფურცელში Mass Effect 3-ის ვიკიპედიიდან ამოღებული ტექსტი იკითხება
  • ქევილი, ამჟამად, The Witcher-ის მეორე სეზონზე მუშაობს

The Witcher-სა და Superman-ის ვარსკვლავმა ჰენრი ქევილმა, ინსტაგრამზე სურათი ატვირთა, რომელზეც მისი ახალი პროექტის სცენარიდან მცირე ამონარიდი ჩანს. ტექსტი სურათში საკმაოდ ბუნდოვნად ჩანდა, თუმცა ფანებმა მისი წაკითხვა მაინც მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ, შესაძლოა, პროექტი ლეგენდარული როლური თამაშის, Mass Effect-ის ადაპტაციას ეხებოდეს.

ქევილი სურათში The Witcher-ის გადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესშია გამოსახული. მსახიობმა ფოტოს შემდეგი აღწერა დაურთო: 

'საიდუმლო პროექტი თუ ხელში შემთხვევით მოხვედრილი ფურცელი? მოთმინება მოიკრიბეთ, მალე ყველაფერს შეიტყობთ. #საიდუმლო.'

სურათზე გამოსახულ ტექსტზე ფანებმა სიტყვების 'გეთი' 'სერბერუსი' 'რიპერები' და 'ტალი'ზორა' ამოკითხვა შეძლეს. თუ Mass Effect-ს კარგად არ იცნობთ, შეგახსენებთ, რომ გეთი ამ სამყაროში ერთ-ერთი რასაა, რომელთაგან ერთ-ერთი, ლეგიონი, მთავარი გმირის, შეფარდის თანაგუნდელია. ტალი'ზორაც კიდევ ერთი კომპანიონია, ქუარიანთა რასიდან. რაც შეეხება სერბერუსს, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც თამაშის მეორე ნაწილში, შეფარდს დავალებებს აძლევს. გეთები კი ტრილოგიის მთავარ ბოროტმოქმედთა რასაა.

ამ სიტყვების გაშიფვრის შემდეგ, ფანებმა სრული ტექსტიც კი აღმოაჩინეს, Mass Effect 3-ის ვიკიპედიის გვერდზე. ტექსტში ვკითხულობთ:

''ტუჩანკაზე განვითარებული მოვლენებისა და სერბერუსის მიერ ციტადელის ხელში ჩაგდების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქუარიანები შეფარდს ალიანსის შექმნას სთავაზობენ, მათი მშობლიური პლანეტის, რანოქის გეთებისაგან გამოხსნის სანაცვლოდ. ქუარიანთა წარმომადგენელთან ერთად (რომელიც ტალი'ზორა ან ადმირალი დარო'ქსანია), შეფარდი გეთთა განადგურებული ხომალდიდან ერთ-ერთ გეთს გადაარჩენს, შემდეგ კი გეთთა რასას რიპერთა მონობიდან დაიხსნის.''

როგორც ჩანს, ქევილი Mass Effect-ის ისტორიას შეისწავლის ფილმის ან სატელევიზიო სერიალისთვის. შეგახსენებთ, რომ ის ამჟამად კიდევ ერთი ვიდეოთამაშის, The Witcher-ის სერიალის მეორე სეზონზე მუშაობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები