Thumbnail
  • ჯორდან ჰენდერსონის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
  • ლივერპულის კაპიტანს ოპერაცია უკვე გაუკეთეს

ლივერპულს საკადრო პრობლემები არათუ არ ელევა, არამედ ახლები ემატება!

როგორც მოსალოდნელი იყო, მერსისაიდელთა კაპიტან ჯორდან ჰენდერსონის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ლივერპულის ქომაგები ისურვებდნენ. კლუბმა პარასკევს დაადასტურა, რომ 30 წლის ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და ექიმების პროგნოზით, იურგენ კლოპის გუნდს მინიმუმ მარტის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.

ლივერპულის სამედიცინო შტაბი ჰენდერსონის დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პროგნოზს ჯერ ვერ აკეთებს. გამორიცხული არ არის, რომ კაპიტანი გუნდს უფრო დიდხანსაც დააკლდეს - გააჩნია, როგორ წარიმართება მისი რეაბილიტაციის პროცესი.

ჯორდან ჰენდერსონი, რომელსაც კლოპი საკადრო პრობლემების გამო ბოლო დროს უმეტესად დაცვის ცენტრში იყენებდა, შაბათს, ევერტონთან დერბიში (0:2) დაშავდა და ნახევარი საათის შემდეგ შესაცვლელი გახდა.

როგორც იცით, მერსისაიდელებს ტრავმირებული ჰყავთ ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი და ჯოელ მატიპი. ბოლო დროს ტრავმების გამო თამაშებს ხშირად ტოვებს ფაბინიოც. ეს უკანასკნელი და ჰენდერსონი ნახევარმცველები არიან, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო კლოპი მათ დაცვაში ათამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები