Thumbnail

სუპერთამაშით - ევროპალიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიონში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ყველაზე საინტერესო მანჩესტერი-მილანის დაპირისპირება იქნება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა და ორმატჩიან დუელებში გაარკვევენ ურთიერთობას.

ევროპალიგაზე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, დავით ხოჭოლავა, რომლის დონეცკის შახტარი იტალიურ რომას შეხვდა. ყველაზე მაგარი დუელი კი მანჩესტერ იუნაიტედსა და მილანს შორის გველოდება. ორი ევროპული გრანდის დაპირისპირება შეიძლება 'ფარულ ფინალადაც' მოინათლოს.

ევროპალიგის ამ ეტაპზე ე.წ ბრმა წილისყრა იყო და ნებისმიერ გუნდს შეეძლო ნებისმიერთან თამაში. ამგვარად, გუნდები შემდენაირად დაწყვილდნენ.

ევროპალიგა, 1/8-ფინალი

აიაქსი (ნიდერლანდები) V იანგ ბოიზი (შვეიცარია)
დინამო კიევი (უკრაინა) V ვილიარეალი (ესპანეთი)
რომა (იტალია) V შახტარი (უკრაინა)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) V არსენალი (ინგლისი)
დინამო ზაგრები (ხორვატია) V ტოტენჰემი (ინგლისი)
მანჩესტერი (ინგლისი) V მილანი (იტალია)
სლავია (ჩეხეთი) Vრეინჯერსი (შოტლანდია)
გრანადა (ესპანეთი)
V მიოლდე (ნორვეგია)

ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 მარტს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები