Thumbnail

დავით სხირტლაძემ გაიტანა, სილკებორგი დანიის თასის 1/4-ფინალშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დანიის ჩემპიონატსა და თასზე სილკებორგის ქართველმა ფორვარდმა მეექვსე გოლი გაიტანა.
  • სილკებორგმა დანიის თასის 1/8-ფინალში ლუნგბიუს ანგარიშით 3:1 მოუგო.

დანიის თასზე გატანილი გოლით გამოირჩა დავით სხირტლაძე. 6 დეკემბერს გამართულ თასის ⅛-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდმა სილკებორგმა საკუთარ მოედანზე ლუნგბიუს ანგარიშით 3:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხირტლაძემ ანგარიში 58-ე წუთზე გახსნა. სტუმრებმა თამაშის მიწურულს გაათანაბრეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით ტაიმების გამართვა გახდა საჭირო. ამის შემდეგ სილკებორგმა კიდევ ორი გოლი გაიტანა.

სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა მათე ვაწაძემ კი მოედანზე 71-ე წუთამდე დაჰყო.

სილკებორგის მეტოქე დანიის თასის ¼-ფინალში მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ სხირტლაძემ დანიის სუპერლიგის ბოლო ტურში რანდერსთან (3:2) დუბლი შეასრულა, სულ კი მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი 5 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები