Thumbnail

'შორს პოლიტიკისგან' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოლიტიკურად აქტიური ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
  • ფორვარდის აზრით, სპორტსმენებმა პოლიტიკისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ

მილანის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერ ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს. შვედი ფეხბურთელის აზრით, ამერიკელი კალათბურთელი მეტისმეტად აქტიურად ერევა პოლიტიკაში და ეს კარგი არ არის. 

"ლებრონი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ფენომენალურია მოედანზე და არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში ერეოდნენ. 

თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. მე ფეხბურთს ვთამაშობ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. მაქვს მხარდაჭერა და დიდ აუდიტორიასთან წვდომა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში უნდა ჩავერიო და ჩემს გულშემატკივრებს რაღაც ვასწავლო. 

მსგავსი რამ ბევრ ცნობილ ადამიანს ემართება. ისინი მეტისმეტად დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და მიიჩნევენ, რომ წარმატებას ყველაფერში მიაღწევენ. მგონია, რომ პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერა სჯობს. და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ლებრონზე", - აქვეყნებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ამერიკული მედია. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ლოს ანჯელეს ლეიკერსის 34 წლის ვარსკვლავი, რომელიც NBA-ს ოთხგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, პოლიტიკური განცხადებებით ხშირად გამოდის. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებში, რომელიც გასული წლის შემოდგომით გაიმართა, ის დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდამჭერი იყო, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა. 
 
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ღირსებას იცავს. 39 წლის შვედმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 13 მატჩში 14 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები