- დინამო თბილისმა სეზონის წინ თავდამსხმელი დაიმატა
- მას ფრანგულ გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს
დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და გვინეელი თავდამსხმელი სეკუ კეიტა დაიმატა, რომელმაც კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ქუვეითის ალ არაბიში თამაშობდა, ხოლო მანამდე ლუქსემბურგული დუდელანჟის, კვიპროსული ერმისის, ფრანგული კლუბების - ლავალის, შოლეს, რედ სტარის და ევიანის წევრი იყო, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე მადრიდის ატლეტიკოს C და B გუნდებში გამოდიოდა.
გვინეის ეროვნულ ნაკრებში კეიტას 7-ჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ში მის ანგარიშზე 41 თამაშში 9 გოლია.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა 2021 წლის სეზონი საქართველოს სუპერთასის მოგებით დაიწყო, ეროვნული ლიგის პირველ ტურში კი 27 თებერვალს, წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს.
კომენტარები