Thumbnail

კვიპროსის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრეას მიხაილიდისი ხუმრობით გამოეხმაურა თემურ ქეცბაიას აღშფოთებას, რომელიც მან სათასო მატჩის დასრულების შემდეგ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ფამაგუსტელებმა სტუმრად კარმიოტისა 2:1 დაამარცხა, გარკვეული პერიოდი კი გუნდებს ლამის სიბნელეში თამაში მოუხდათ, რადგანაც სტადიონზე განათების სისტემა დაზიანდა. აი, რა თქვა მიხაილიდისმა:

“თემური ჩვენი ინსპექტორია. ის შენიშვნებს მუდმივად გვაძლევს. მას ცალკეც ვესაუბრე და პრეტენზიები დაწვრილებით მოვისმინე. ისინი მეტწილად სტადიონის ინფრასტრუქტურას ეხებოდა, განათებას, გასახდელებსა და ა.შ. კიდევ კარგი, მოედნის საფარზე არაფერი უთქვამს. იქ ხელოვნური გაზონია და მასში დიდი ფული ჩავდეთ, ამიტომ ეს ძალიან მეწყინებოდა”.

Έντονος για ακόμα μια φορά ο Τιμούρ Κετσπάγια

Posted by ShootandGoal on Thursday, February 25, 2021


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გავიდა, როცა შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ კარში თავით დაარტყა, ის მასპინძელ სტილიანუს მოხვდა და კარში აღმოჩნდა, ქეცბაია კი თამაშის მერე გაცხარებული იყო:

“არც კი ვიცი, როგორ ვილაპარაკო ფეხბურთზე? ჩვენ წინსვლას და ჩემპიონთა ლიგაზე ორ-ორი გუნდის გაყვანას ვგეგმავდით. რეალობა კი ასეთია, რაც დღეს – მეორე ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ. ხალხი კი 14 გუნდზე ლაპარაკობს, სად არის ამდენი კარგი სტადიონი. არა დაცვა, არა განათება, არა – კვიპროსული ფეხბურთი. რომელ ფეხბურთზე ვილაპარაკო”.

ქეცბაიას გუნდი პირველ მარტს გიორგი პაპუნაშვილის აპოლონს მასპინძლობს 27-ე ტურში და ეს უკვე 6-ეულის შეხვედრაა. აპოლონი 54 ქულით მე-3 ადგილზეა, ანორთოსისი კი 51 ქულით მეოთხეა.

კომენტარები

ბოლო ამბები