Thumbnail

ბეჟანიშვილის ორიანები ნებრასკთან - მისი ილინოისი მოგებებით გალიდერდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ილინოისი 86:70 ნებრასკა
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა

გიორგ ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ს მიმდინარე სეზონში რეგულარული პირველობის ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა და აუტსაიდერ ნებრასკა ქორნჰასკერსს იოლად – 86:70 სძლია.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და აქტივში 2 ქულა და 2 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი - 2 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი. გიორგიმ 4 ორქულიანი ესროლა და 1 ჩააგდო.

შეხვედრის გმირი ილონოის ფაითინგ ილინის ცენტრი კოფი კოკბერნი გახდა, რომელმაც 24 ქულას 7 მოხსნა წაამატა. აღსანიშნავია, რომ ილინოისმა 4 მარცხის წილ მე-13 გამარჯვება იზეიმა, რაც კონფერენცია Big Ten-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

ილინოისი მე-2 ადგილზე რჩება, ლიდერი კი მიჩიგან ვულვერინსია, რომელსაც 12 მოგება კი აქვს, თუმცა, ბეჟანიშვილის გუნდს თამაშებით ჩამორჩება და უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია. ახლა, ფაითინგ ილინის 3 გასვლითი შეხვედრა ელის: 27 თებერვალს ვისკონსინთან, 3 მარტს ხსენებულ მიჩიგანთანა და 6 მარტს – ოჰაიო სტეიტთან.

კომენტარები

ბოლო ამბები