Thumbnail
  • ხუთშაბათი / მადრიდი / "ვანდა მეტროპოლიტანო"
  • ვანდა მეტროპოლიტანო ატლეტიკოს ნამდვილი ბასტიონია
  • "მეთოფეები" სტუმრად ცუდად თამაშობენ, განსაკუთრებით კი ესპანეთში

არსენ ვენგერს უკანასკნელი შანსი აქვს არსენალთან ერთად ევროთასი მოიგოს. ამისთვის კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მის გუნდს უკეთ თამაში მართებს, ვიდრე ლონდონში. 

ლონდონში არსენალმა ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც მატჩის დასაწყისშივე შეექმნა ხორვატი შიმე ვრსალკოს გაძევების გამო. ატლეტიკოს მალე მწვრთნელიც გაუძევეს, მაგრამ არსენალმა თამაში მაინც ვერ მოიგო - მასპინძელთა ფრანგი ფორვარდის, ალექსანდრ ლაკაზეტის გოლს გოლითვე უპასუხა მისმა თანამემამულე ანტუან გრიზმანმა - 1:1.

მარჯვენა მცველი მოსაფიქრებელია

მონო ბურგოსი და დიეგო სიმეონე

ატლეტიკოს ფონს გასვლა საპასუხო მატჩშიც უმწვრთნელოდ მოუწევს, რადგან დიეგო სიმეონე დისკვალიფიცირებულია. ბუნებრივია, დისკვალიფიცირებულია ხორვატი მცველიც. ვინაიდან, კარგა ხანია, გუნდის მთავარი მარჯვენა მცველი ხუანფრანი ლაზარეთშია, ატლეტიკოს ამ პოზიციაზე პრობლემა აქვს. დიდი ალბათობით, სიმეონე დაცვაში ნახევარმცველ თომასს დახევს. გუნდს სავარაუდოდ არც მთავარი მარცხენა მცველი, ფილიპე ლუიში ეყოლება, მის ნაცლად ფრანგი ლუკა ერნანდესი თამაშობს. ბრაზილიელმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ სიმეონე მას ოპტიმალურ ფორმაში მყოფ ერნანდესს არჩევს.

უშუალოდ თამაშში ატლეტიკოს მონო ბურგოსი გაუძღვება. ის ასევე ლიონში ფინალშიც სათადარიგოთა სკამს უხელმძღვანელებს... თუ ატლეტიკო არსენალის ბარიერს გაივლის.
დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატში ობლაკი, ხიმენესი და საული დაასვენა, რომელთაც არსენალთან მატჩში აუცილებლად ვიხილავთ. 

ევროპალიგა

ატლეტიკოს სახლში 11 მატჩია გოლი არ გაუშვია!
რა მოხდება ამჯერად?

არსენალში სანტი კასორლას ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია, არ იქნება ტრავმირებული მოჰამედ ელნენიც, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგს ევროპალიგაზე არსენალის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს. 

არსენალს იუნაიტედთან მატჩში დაუბრუნდა ჰენრიხ მხითარიანი და ახლა ვენგერი დილემის წინაშეა, მხითარიანი დააყენოს თუ დენი უელბეკი დატოვოს სასტარტოში. ვენგერმა პრემიერლიგაში სასტარტო შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა - რემზი, უილშირი, ლაკაზეტი, მონრეალი, კოსიელნი და მუსტაფი. 

ევროთასზე არსენ ვვენგერი 250-ე თამაშს ელის

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - თომასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ვიტოლო, გაბი, საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

არსენალი (4-3-2-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა, უილშირი - იოზილი, მხითარიანი - ლაკაზეტი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

საინტერესო ფაქტები

 ევროპალიგაზე ატლეტიკომ შინ ბოლო 4 თამაში მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

 არსენალი ევროპალიგაზე ბოლო 5 თამაშია არ დამარცხებულა. 

  არსენალს ესპანეთში ბოლო 6 თამაშია, რაც არ მოუგია. 

კიდევ ერთი ფაქტი

არსენალმა 12 გასვლიდან მხოლოდ 2 მოიგო!
მადრიდში მოიგებენ?

 არსენ ვენგერისთვის ეს ევროთასებზე 250-ე მატჩია მწვრთნელის რანგში, მასზე წინ მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონია - 269 მატჩი.

 ატლეტიკოს 2010 წლის მერე მესამე ფინალში გასვლა შეუძლია.

 ატლეტიკომ ევროთასებზე ბოლო 17 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო და ისიც ინგლისურ კლუბთან - ჩელსის წინააღმდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები