Thumbnail

ევროპალიგა | 8 მერვედფინალისტი ცნობილია - არსენალმა ბენფიკა გააგდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგის პირველი სესიის შემდეგ, 7 მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა
  • ბენფიკამ არსენალი გააგდო, ხოლო ნაპოლი გრანადას ვერ გასცდა

ევროპალიგის 1/16 ფინალურ ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, რვა მერვედფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. ტოტენჰემმა ოთხშაბათს ვოლფსბერგერი 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ჟოზეს გუნდს კიდევ 7 გუნდი შეუერთდა. ტოტენჰემთან ერთად მერვედფინალის საგზური აიაქსმა, არსენალმა, მიოლდემ, რეინჯერსმა, გრანადამ, შახტარმა და ვილიარეალმა მოიპოვეს.

ლონდონის არსენალისა და ბენფიკას მატჩი დაძაბული გამოდგა. ლონდონელები ობამეიანგის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ლისაბონელებმა გონსალვეშის საოცარი ჯარიმით გაათანაბრეს და ტაიმი 1:1 დასრულდა.

📺 გონსალვეშის საოცარი ჯარიმა

მეორე ტაიმის არსენალის გოლით დაიწყო, მაგრამ ობამეიანგი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი გაუქმდა, რის შემდეგაც ბენფიკა წინ რაფა სილვას გოლით გავა. ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა გოლი 5 წუთში გაუშვა, კირან ტირნიმ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. მატჩის გმირი ობამეიანგი გახდა, რომელმაც არსენალი მერვედფინალში გაიყვანა. გაბონელმა 87-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ბენფიკა ევროპალიგიდან გააგდო.

არსენალი 3:2 ბენფიკა (1:1)

გოლები: 1:0 ობამეიანგი (21), 1:1 გონსალვეში (43), 1:2 რაფა სილვა (61), ტირნი (67), 3:2 ობამეიანგი (87)

ჯენარო გატუზოს ნაპოლი მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. პირველი მატჩის წაგების შემდეგ (0:2), ნეაპოლელებმა შეხვედრის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. იტალიელთა საქმე მონტოროს გოლმაც გაართულა, რის შემდეგაც ნაპოლის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდებოდა. გრანადა ევროტურნირების სადებიუტო სეზონში საოცრად ასპარეზობს და ესპანელები მერვედფინალშიც გავიდნენ.

ნაპოლი 2:1 გრანადა (1:1)

გოლები: 1:0 ზიელინსკი (3), 1:1 მონტორო (25), 2:1 რუისი (59)

შახტარი 1:0 მაკაბი თელ-ავივი (2:0)

გოლები: 1:0 მორაეში (პენ-67)

დავით ხოჭოლავას შახტარმა თელ-ავივის მაკაბის ჟუნიორ მორაეშის პენალტით მოუგო და მერვედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ხოჭოლავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

აიაქსი 2:1 ლილი (2:1)

გოლები: 1:0 კლაასენი (15), 1:1 იაზიჯი (პენ-78), ნერეში (88)

ჰოფენჰაიმი 0:2 მიოლდე (3:3)

გოლები: 0:1, 0:2 ანდერსენი (19, 90+5)

რეინჯერსი 5:2 ანტვერპენი (4:3)

გოლები: 1:0 მორელოსი (9), 1:1 რეფაელოვი (31), 2:1 პატერსენი (46), 3:1 კენტი (55), 3:2 ლამკელ ზე (57), 4:2 ბარიშიჩი (პენ-79), 5:2 იტენი (90+2)

ვილიარეალი 2:1 ზალცბურგი (2:0

გოლები: 0:1 ბერიშა (17), 1:1 მორენო (40), 2:1 მორენო (პენ-89)

კომენტარები

ბოლო ამბები