Thumbnail

ენტონი დევისის გარეშე ლოს ანჯელეს ლეიკერსს ადრეც უჭირდა (სანამ წაიყვანდნენ, პლეი ოფშიც ვერ გავიდნენ) და ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ AD-ის არყოფნა ლებრონ ჯეიმსის გუნდისთის ძალიან დიდი დანაკლისია. თანაც, ლეიკერსს იუტასთან დენის შრიოდერიც არ ჰყავდა და იხილეთ ანგარიში: 114:89 ჯაზის სასარგებლოდ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს. 

ლეიკერსისთვის ეს ზედიზედ მე-4 მარცხია!

ჯაზიდან ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა, საუკეთესოები კი ჯორდან კლარკსონი და რუდი გობერი იყვნენ 18-18 ქულით. ლეიკერსიდან ლებრონმა ჩააგდო ყველაზე მეტი - 19 ქულა.

თუკი შრიოდერის არყოფნის მიზეზი კორონა-პროტოკოლია და გერმანელი მალე დაბრუნდება, დევისის შემთხვევაში საქმე უარესადაა - AD რიგით 70-ე ოლ სტარზეც (7 მარტი) ვერ ითამაშებს. NBA-ს ბოსმა ადამ სილვერმა უკვე დაადასტურა, რომ დევისს ყველა ვარსკვლავის მატჩში დევინ ბუკერი (ფინიქსი) შეცვლის. იუტა ჯაზისა და ლეიკერსის მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები