Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის 3 სამქულიანი - სეტონ ჰოლი ბატლერთან დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა მორიგი შეხვედრა გამართა და ბატლერს დაუპირისპირდა. 'პირატებმა' პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მე-2 ნახევარში მასპინძლები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და საბოლოოდ სეტონ ჰოლი 52:61 დამარცხდა.

სანდრო მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში თავის გუნდში საუკეთესოა, მაგრამ ამჯერად ქართველ ფორვარდს არცისე კარგი თამაში ჰქონდა. მამუკელაშვილმა 35 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ სეტონ ჰოლმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მანამდე კი 4-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა. 'პირატები' Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 7 წაგებით მე-3 ადგილზე არიან, მთლიანობაში კი სეზონში მოგება/წაგების ბალანსი დადებითი აქვთ: 13-10. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს საკუთარ მოედანზე კონექტიკუტთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები