Thumbnail

ზინედინ ზიდანი: 10-კაციან მეტოქესთან იდეალურად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატალანტა 0:1 რეალი
  • მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ატალანტასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბერგამოს ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ⅛-ფინალური მატჩი შეაფასა. 

სამეფო კლუბმა ბერგამოში გამართულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ფერლან მენდიმ საჯარიმოს გარედან შესრულებული ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა.

"მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და დაცვაში ბრწყინვალე თამაში აჩვენა. კარგ შედეგს მივაღწიეთ და ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მგონია, რომ მოედანზე ფანტაზიის ნაკლებობის გამო უნდა გვსაყვედურობდნენ, რადგან გოლიც გავიტანეთ და არც გავუშვით. ტრავმირებული ფეხბურთელი ბევრი გვყავს, მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ. მომენტებზე დადარაჯებული ვიყავით და საბოლოოდ გავიტანეთ კიდეც. 

იოლი თამაში არ იყო, მაგრამ საბოლოოდ მოგება ჯიბეში გვაქვს. 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ სრული გუნდით იდეალურად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ რაც მთავარია, გასვლაზე გავიტანეთ. ახლა შინაც უნდა გავიმარჯვოთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

📺 ატალანტა V რეალი

მადრიდის რეალისა და ბერგამოს ატალანტას საპასუხო დაპირისპირება 16 მარტს გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები