Thumbnail

ჯანპიერო გასპერინი: ამოცანა ნათელია - გამარჯვება მადრიდში!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბერგამოს ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ მადრიდის რეალთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

ჩემპიონთა ლიგის პირველ ⅛-ფინალურ დაპირისპირებაში 10 ფეხბურთელით მოთამაშე ატალანტა შინ რეალთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერლან მენდიმ 86-ე წუთზე გაიტანა.

"დასანანია, რომ მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ისე არ მოგვეცა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. როდესაც კაცნაკლულები დავრჩით, სულ სხვა თამაში წარიმართა. თავდაცვაზე ზრუნვა გვიწევდა და ამას არცთუ ურიგოდ ვაკეთებდით. 

ამოცანა ნათელია - გამარჯვება მადრიდში. ყველაფერი მარტივადაა, არ არსებობს სხვა ვარიანტი და გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი. უნდა გავიმარჯვოთ", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

📺 ატალანტა V რეალი

მადრიდის რეალისა და ბერგამოს ატალანტას საპასუხო დაპირისპირება 16 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები