Thumbnail

ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" ჩემპიონთა ლიგის 1/8 -ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი გაიმართა, მიონხენგლადბახმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 16 მარტს გაიმართება. 

29-ე წუთზე ინგლისელები პორტუგალიური კომბინაციით დაწინაურდნენ - ჟოაო კანსელომ ჩააწოდა და გოლი ბერნარდო სილვამ თავით გაიტანა. 65-ე წუთზე გოლი თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში გავიდა, ამჯერად, სილვას თავად არ დაურტყამს და თავით ბურთი გაბრიელ ჟეზუშს დაუგდო და ბრაზიელმაც სტუმართა მეორე გოლი შეაგდო.

📺 ბორუსია მიონხენგლადბახი v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

აღსანიშნავია, რომ კარში ზუსტად გლადბახმა პირველად სწორედ ბოლო წამზე დაარტყა, შეცვლაზე შესულმა ვოლფმა ედერსონს დუელში ვერ აჯობა და თამაშიც დასრულდა - 0:2.

საინტერესო ფაქტები

📌 ფილ ფოდენმა ზედიზედ მეოთხე სეზონია შეძლო ლიგის პლეი ოფში თამაში, სანამ 21 წელი შეუსრულდება.

📌 ბერნარდო სილვამ სიტის მაისურით 35-ე, თავით კი მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა. 

📌 გაბრიელ ჟეზუშმა 1/8 ფინალში მეხუთედ ითამაშა და ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა (სულ 5 გოლი). 

📌 პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო.

მიონხენგლადბახის ბორუსია 0:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (29), 0:2 გაბრიელ ჟეზუში (65)

ბორუსია (3-5-2): ზომერი - ელვედი, ზაკარია, გინტერი - ლაინერი (63. ლაზარო), ნოიჰაუსი, კრამერი, ჰოფმანი (87. ვოლფი), ბენსებაინი - პლეა (63. მ. ტურამი), შტინდლი (74. ემბოლო)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელო - გიუნდოგანი, როდრი, ფოდენი (80. ფერან ტორესი) - სტერლინგი (69. მაჰრეზი), გაბრიელ ჟეზუში (80. აგუერო), ბერნარდო სილვა

კომენტარები

ბოლო ამბები