Thumbnail
  • კარმიოტისა 1:2 ანორთოსისი
  • გამარჯვების მიუხედავად, თემურ ქეცბაია უკმაყოფილო დარჩა

კვიპროსის თასის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა სტუმრად კარმიოტისა 2:1 დაამარცხა და ცალი ფეხით ნახევარფინალშია. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გავიდა, როცა შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ კარში თავით დაარტყა, ბურთი რიკოშეტით გავიდა და მასპინძელ სტილიანუს ავტოგოლად ჩაეწერა. 

📺 ქვილითაიას გადამწყვეტი თავური 

გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადშიც არ ყოფილან, ქვილითაია 62-ე წუთზე გამოჩნდა, მხოლოდ ბუბა დაუშვილმა ითამაშა შეუცვლელად. 

ქეცბაიას გუნდი 1-ელ მარტს გიორგი პაპუნაშვილის აპოლონს მასპინძლობს 27-ე ტურში, რომელიც უკვე TOP 6-ეულის შეხვედრაა. აპოლონი 54 ქულით მე-3 ადგილზეა, ანორთოსისი კი 51 ქულით მეოთხეა.

გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი): "ბოლოს მაინც შევძელით გამარჯვება. საპასუხო მატჩი რჩება, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს ჩვენსას მივაღწიეთ. წინ ჩემპიონატის მძიმე მატჩები გველის. აპოლონი გვისწრებს, მაგრამ უნდა მოვიგოთ, რადგან შინ ძალიან ძლიერები ვართ".

გუნდებმა მეორე ტაიმში ასეთი განათებით ითამაშეს

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "არც კი ვიცი, როგორ ვილაპარაკო ფეხბურთზე? ჩვენ წინსვლას და ჩემპიონთა ლიგაზე ორ-ორი გუნდის გაყვანას ვგეგმავდით. რეალობა კი ასეთია, რაც დღეს - მეორე ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ. ხალხი კი 14 გუნდზე ლაპარაკობს, სად არის ამდენი კარგი სტადიონი. არა დაცვა, არა განათება, არა - კვიპროსული ფეხბურთი. რომელ ფეხბურთზე ვილაპარაკო. 

კომენტარები

ბოლო ამბები