Thumbnail

'დაჩაგრული' საბონისი - ბითაძის თანაგუნდელის უსიამოვნო რეკორდი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის თანაგუნდელი დომანტას საბონი უცნაური და არცთუ სასიამოვნო რეკორდის ავტორი გახდა. ლიეტუველი მძიმე ფორვარდი პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელიც სეზონის განმავლობაში საშუალოდ მატჩში არანაკლებ 20 ქულას, 10 მოხსნასა და 5 პასს აგროვებს და "ყველა ვარსკვლავის მატჩში" არ მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ დომანტას საბონი ერთ-ერთია NBA-ს იმ სამ საკალათბურთელს შორის, რომლებსაც მიმდინარე სეზონში სტატისტიკა 20+10+5 აქვთ, თამაშიდან სროლების 50%-ზე მეტი რეალიზაციის ფონზე. ანალოგიური მაჩვენებლები აქვთ ნიკოლა იოკიჩსა და იანის ანტეტოკუნმპოს აქვთ.

NBA-ს "ოლ სტარი" ატლანტაში, 7 მარტს გაიმართება. ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის შემადგენლობები 4 მარტს დაგეგმილ დრაფტზე დადგინდება. გუნდებს კაპიტნები, ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) და კევინ დურანტი (ბრუკლინ ნეტსი) თითოული კონფერენციის სასტარტო და სათადარიგო კალათბურთელებისგან დააკომპლექტებენ.

წელს ლიეტუველი კალათბურთელი ALL STARS-ს შორიდან უყურებს

24 წლის დომანტას საბონისი, რომელიც წარსულში ცნობილი ლიეტუველი კალათბურთელის არვიდას საბონისის შვილია, ინდიანა პეისერსში 2017 წლიდან გამოდის. ის 2020 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩის” მონაწილეა.

კომენტარები

ბოლო ამბები