Thumbnail

'ჩვენი მიზეზით არ მომხდარა' - ლესტერმა მამუკაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების კვაჭს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს
  • მას 'ბორჯღალოსანთა' მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული

საქართველოს ნაკრების 30 წლის მორაგბე შალვა მამუკაშვილი, რომელიც კვაჭის პოზიციაზე თამაშობს, ინგლისურ ლესტერ ტაიგერსში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ბრიტანული კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ვგებულობთ.

შეგახსენებთ, რომ მამუკაშვილი ლესტერელებს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, როდესაც კოვიდ-პანდემიის გამო, ტურნირები შეწყვეტილი იყო და ახალ გუნდში დებიუტი ბრისტოლ ბეარსთან მატჩში ჰქონდა, სულ კი, ტაიგერსის მაისურით 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. აი, რა თქვა აღნიშნულის შესახებ ლესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბორსვიკმა:

"შალვას სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებთ და მადლობას ვუსურვებთ იმ ხანმოკლე პერიოდისთვის, რომელიც მან ჩვენს კლუბში გაატარა. მიზეზების გამო, რომელიც ჩვენზე ნამდვილად არ ყოფილა დამოკიდებული, იძულებულნი ვართ, შემადგენლობის განახლებაზე ვიფიქროთ. ამის თაობაზე ყველასთან ღია საუბარი გვქონდა”.

შეგახსენებთ, რომ მამუკაშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული, ლესტერის გარდა კი, უცხოეთში სეილ შარქსში (ინგლისი), გლაზგო უორიორსში (შოტლანდია), მონპელიეში, ტულონში, კარკასონსა (ყველა – საფრანგეთი) და ენისეიში (რუსეთი) უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები