- ტაშკენტის გრან პრიზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
- ნაკრების მწვრთნელმა შანსი საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებსაც მისცა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა განაცხადი გააკეთა 5-7 მარტს დაგეგმილი გრანდ სლემისთვის, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომავალ ტურნირზე 76 ქვეყნის 532 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 11 ქართველია: 8 კაცი და 3 ქალი.
კაცები: ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ფრიდონ გიგანი (73 კგ.), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), გიორგი ჩიქოვანი (100 კგ.), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ.).
ქალები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, (52 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე 8 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.
სულ ისრაელში 16 ძიუდოისტი გაემგზავრა და ნაკრების ნახევარი სამშობლოში მედლებით დაბრუნდა. ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საერთო ჩათვლაში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.
კომენტარები