Thumbnail
  • გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება ესპანურ კალათბურთში
  • ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანურმა საკალათბურთო ჟურნალმა გიგანტესმა, ყოველწლიური დაჯილდოების 33-ე  ცერემონიალზე, წლის გიგანტად გიორგი შერმადინი დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ კალათბურთელს ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული გადაეცა. 2020 წელს ამ ტიტულის მფლობელი თორნიკე შენგელია გახდა.

''ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ გიგანტესისგან ეს პრიზი მივიღე და დავიმსახურე. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებსა და ჩემს მწვრთნელებს. მადლობა კლუბს, ოჯახს, ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და მამხნევებდა'', - განაცხადა შერმადინმა გიგანტესის ვებგვერდთან.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ლიგის თვის MVP 2-ჯერ გახდა, ოქტომბრისა და იანვრის თვეებში. ის ტენერიფეს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და ამ სეზონში მისი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 23,3-ს უტოლდება.

გიგანტესის ვიდეო გიორგი შერმადინზე

კომენტარები

ბოლო ამბები