- სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება - ის BIG EAST Honor Roll-შია
- NCAA-ში სანდრო ერთბაშად სამი ინდივიდუალური პრიზისთვის იბრძვის
NCAA Big East-ის კონფერენციამ კვირის ლაურეატები დაასახელა და გამორჩეულთა შორის კვლავ მოხვდა სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. სანდრო ამჯერად, კვირის სიმბოლურ ნაკრებშია, ეგრეთ წოდებულ BIG EAST Honor Roll-ში.
ამ სეზონში 21 წლის ქართველი ფორვარდი ორჯერ დაასახელეს კონფერენციის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო სიმბოლურში ის სეზონში მეხუთედ მოხვდა. ამჯერად, კვირის მოთამაშე დეპოლის მცველი ჩარლი მური გახდა (24 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი საშუალოდ). კვირის ახალბედა ქსავიერის მცველი კოლბი ჯოუნსია. ხუთეული კი ასე გამოიყურება: ჯეიმს ბუკნაითი (კონექტიკუტი), ჯამორკო პიკეტი (ჯორჯთაუნი), ჯულიან ჩემპენი (სტ. ჯონსი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), კოლინ გილესპი (ვილანოვა).

სანდრო მამუკელაშვილი ამ კვირაში საშუალოდ 23.5 ქულას, 8 მოხსნას და 3.5 პასს აკეთებდა. მას 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება ჰქონდა დეპოლთან მოგებულ შეხვედრაში.
📺 მამუკელაშვილი დეპოლთან
სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია, ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის ტროფეის გადასცემენ.
კომენტარები