Thumbnail

გოგიჩაშვილი სიმბოლურ ნაკრებში – მან კასტრთან მაგრად ითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ბურჯი მე-17 ტურის საუკეთესო XV-ში მოხვდა
  • გურამ გოგიჩაშვილის გუნდი TOP 14-ის ლიდერებშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რასინგის 22 წლის ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი TOP 14-ის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

22 წლის ქართველმა ლეგიონერმა გამორჩეულად ითამაშა კასტრთან ურთულეს მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 23:20 მოიგო. გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე ადგილი საფრანგეთის ნაკრების წევრ ედი ბენ არუს დაუთმო. საინტერესოა ისიც, რომ ეს უკანასკნელი 55-ე წუთზე ყვითელი ბარათით დასაჯეს და გოგიჩაშვილს სინბინის პერიოდში მინდორზე დაბრუნება მოუხდა.

რასინგმა 58 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სტად როშელთან ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 6 მარტს სტუმრად ტულონთან ჩაატარებს. გოგიჩაშვილი რასინგელთა ღირსებას 2018 წლიდან იცავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კი გასულ “შემოდგომის ერთა თასზეც” ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები