Thumbnail
  • რა კავშირი აქვს იოსებ ტყემალაძეს ქართულ რაგბთან, უცნობია
  • საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს არის დაგეგმილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების წინ მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. პროცესში ახალი პირი გამოჩნდა და დიდი შანსია, გამარჯვებული სწორედ ის გამოვიდეს, რასაც ბევრი საეჭვო დამთხვევა გვაფიქრებინებს. აი, რა წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე დღეს გაჩნდა:

“2021 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა იოსებ ტყემალაძე, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე (ყრილობა) გაიმართება. იოსებ ტყემალაძე წარადგინეს:

1. სარაგბო კლუბი ბათუმი, 2. რაგბის კლუბი აია, 3. სარაგბო კლუბი დინამო, 4. რაგბის კლუბი ლელო, 5. რაგბის კლუბი ს.ტ.უ ყოჩები, 6. ქუთაისის რაგბის კლუბი ბაგრატი, 7. რაგბის კლუბი არესი, 8. ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – არწივები, 9. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო, 10. რაგბის კლუბი ყაზბეგი, 11. რაგბის კლუბი კახეთი, 12. სარაგბო კლუბი ფირალები, 13. წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – დინოზავრი, 14. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა, 15. ვანის მუნიციპალიტეტის არასემეწარმოე (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი აიეტი, 16. ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, 17. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის კოლხი რაინდები, 18. სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერები, 19. შპს სარაგბო კლუბი პონტო, 20. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი, 21. რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები, 22. ბორჯომის სასპორტო სკოლა, 23. რაგბის კლუბი წიქარა, 24. რაშები”.

გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენი გახლავთ და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელსაც გარკვეული პროექტები აქვს ჩაბარებული, თუმცა, რა კავშირი აქვს მას ქართულ რაგბთან უცნობია. საერთოდაც, მასზე ინტერნეტშიც კი ძალიან მწირი ინფორმაცია იძებნება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობას 82 დელეგატიდან 43 დაესწრო, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაში არ გაატარა. საჯარო რეესტრის განმარტებით, ამის მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარებული ყრილობაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ 30 დეკემბერს ჩატარდა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად რეესტრმა რაგბის კავშირს 30 დღის ვადა მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა რაგბის კავშირის ახალი საერთო კრების ჩატარება და შემდეგ არჩევნების გამართვა.

კომენტარები

ბოლო ამბები