Thumbnail
  • რაიან უილსონმა The Offload-ის პოდკასტში საინტერესო ამბავი გაიხსენა
  • სთიუართ ჰოგისა და შალვა მამუკაშვილის სახალის ისტორია

RugbyPass-ის პოდკასტში The Offload სტუმრად რაიან უილსონი იყო. გლაზგო უორიორსისა და შოტლანდიის ნაკრების მორაგბემ სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების ლიდერს სთიუართ ჰოგსა და შალვა მამუკაშვილს ეხება.

RugbyPass-ის პოდკასტში უილსონს სთხოვეს, რომ გაეხსენებინა ყველაზე საშიში მოთამაშე, რომელთანაც ერთადაც უთამაშია, ან ის მორაგბე, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია. მან სწრაფად დაასახელა შალვა მამუკაშვილი.

''ედინბურგის აეროპორტისკენ მივდიოდით. ავტობუსის ბოლო რიგში ვისხედით, ღმერთმა იცის რატომ, ჰოგმა მიწისთხილის პაკეტი ისროლა, რომელიც შალვას უკანა მხარეს ჩაიყარა. მამუკაშვილი წამოდგა, მოტრიალდა და სთიუართს მომაკვდინებელი ქართული მზერით შეხედა.

შალვამ მიწისთხილის პაკეტი ჰოგს 100 მილი საათი სიჩქარით თავში ესროლა. უკან ვიჯექი და ღმერთს ვფიცავ, ასე გაბრაზებული კაცი არ მინახავს. თავიდან ყველა იცინოდა, შემდეგ კი სასიკვდილო სიჩუმე ჩამოვარდა. სტიუარტ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ ამას თუ კიდევ ერთხელ გააკეთებ, მოგკლავ'', - გაიხსენა პოდკასტში უილსონმა.

სეზონის ბოლოს შალვა არყის ბოთლით და ყინულებით თავისთვის კუთხეში იჯდა, სთიუართმა კი თქვა, რომ ეს ის ღამე, როცა შალვა მე მომკლავს.

შალვა მამუკაშვილმა გლაზგო უორიორსში 2015-2016 წლების სეზონში ითამაშა. ის ამჟამად ლესთერ თაიგერსის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები