Thumbnail

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს ითამაშებს, რომელიც არასდროს ყოფილა გუნდისთვის საკვალიფიკაციო დანიშნულების - ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა და ფინალური ეტაპის საგზური ჩვენს გუნდს უკვე გარანტირებული აქვს...

მიუხედავად ამისა, ფინეთთან ბოლო დაპირისპირებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს - გამარჯვების შემთხვევაში (თუ მანამდე სერბეთი შვეიცარიასთან არ დამარცხდა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია), ტურნირს პირველ ადგილზე დაასრულებს, რაც სერბეთთან 26 ქულის სხვაობით დამარცხების შემდეგ ზუროსის გუნდს ხასიათს გამოუკეთებს. არის ერთი ფაქტორიც - ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე გასვლა  საქართველოს ნაკრებს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის დროს (მარტშია დაგეგმილი) უკეთეს კალათაში მოხვედრაშიც დაეხმარება.

ფინეთთან დაპირისპირებების დიდი ისტორია გვაქვს, უკვე 17 წელია, რაც ამ ნაკრებს ჰენრიკ დეტმანი წვრთნის. მან საკუთარი ხუთი თითივით იცის საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები. ფინეთსაც მოხსნილი აქვს სტრესული ფაქტორი, გუნდმა ახლახან დაიბევა ევრობასკეტის საგზური. აქამდე ამ გუნდების 6 დაპირისპირებიდან სამი საქართველომ მოიგო, სამიც ფინეთმა. 

📺 ბოლო მატჩის მიმოხილვა [პირველი არხი]

კომენტარები

ბოლო ამბები