Thumbnail
  • კალ სტეიტ ნორტრიჯი 74:75 ჰავაი
  • ალექსანდრე მერკვილაძე - 9 ქულა, 13 მოხსნა

NCAA-ის Big Ten კონფერენციის მატჩში ალექსანდრე მერკვილაძის კალ სტეიტ ნორტრიჯი ჰავაისთან ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა - 75:74. 

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 32 წუთში 9 ქულა მოუტანა გუნდს (2 სამქულიანი ჩააგდო). ის საუკეთესო იყო ფარქვეშ 13 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე). მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც. კალ სტეიტს ამ სეზონში 7-9 ბალანსი აქვს, აქედან კონფერენციაში 3-6. ბუნებრივია, ამ მაჩვენებლით მერკვილაძის გუნდი NCAA-ის ჩემპიონშიპში ვერაფრით მოხვდება. 

ამ საღამოს კალ სტეიტი კიდევ ერთხელ ეთამაშება ჰავაის, 26 თებერვალს კი ქართველი ფორვარდის გუნდი ბაკერსფილდს ესტუმრება. სეზონის დასრულებამდე კალ სტეიტს 5 მატჩი რჩება.

ალექსანდრე მერკვილაძემ 2020/21 წლების სეზონში, რომელიც სადებიუტოა 18 წლის კალათბურთელისთვის, 16 მატჩიდან 12 ძირითად ხუთეულში დაიწყო, თუმცა ბოლო დროს ის სასტარტო ხუთეულში ვერ ხვდებოდა. ის საშუალოდ 8.6 ქულას და 6.3 მოხსნას აკეთებს სეზონში. 

კომენტარები

ბოლო ამბები