Thumbnail

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა და 66:92 დამარცხდა. თამაშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა (20 ქულა, 8 მოხსნა) გააკეთა, რომელიც ზუროსის გუნდიდან საუკეთესო იყო.

"სერბეთის ნაკრებს ვულოცავ, შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს. ჩვენ დაცვაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. ყველამ კარგად იცის, რომ ევრობასკეტზე გასულები ვართ და იმისთვის ვიბრძვით, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ამიტომაც, იმედი მაქვს, რომ ფინეთთან თამაშს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი გვიყურებდა და სამწუხაროდ მათი იმედები ვერ გავამართლეთ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ასეთი საშინელი თამაშის შემდეგ სხვა არაფრის თქმა შემიძლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ“, - განაცხადა შერმადინმა მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა, ბოლო ტურში კი 21 თებერვალს, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუმცა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ისედაც გარანტირებული აქვს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს.

📺 მატჩის მიმოხილვა [პირველი არხი]

კომენტარები

ბოლო ამბები