Thumbnail

ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიგო, შავდათუაშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრებს თელ-ავივის გრანდ სლემზე 3 მედალი აქვს
  • მეორე საჭიდაო დღეს ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ).

სამწუხაროდ, მედლის მოგება მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა შეძლო. ნუგზარ ტატალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში შვედი ტომი მაციასი დაამარცხა. შვედი შეხვედრას ვაზარით იგებდა, თუმცა ნუგზარმა ჯერ ვაზარით გაათანაბრა, რის შემდეგაც მეტოქეს იპონით აჯობა და დიდი პაუზის შემდეგ გრანდ სლემზე მედალი მოიგო.

სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაჩაგრეს. ის ისრაელის წარმომადგენელთან დამარცხდა. მასპინძელი ქვეყნის ძიუდოისტის გაფრთხილება რამდენჯერმე შეიძლებოდა, თუმცა მსაჯებმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს და შავდათუაშვილი პასიურობის გამო გააფრთხილეს და ბრძოლა დაათმობინეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თელ-ავივის გრანდ სლემზე 3 მედალი აქვს - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. გუშინ თემურ ნოზაძემ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალი დათმო, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო, რითიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გრანდ სლემზე მედლის მოგება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები