Thumbnail
  • თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე დღეს ტატამზე 4 ძიუდოისტი გავიდა
  • მაისურაძე და ახალკაცი ბრძოლა ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ

თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ).

სამწუხაროდ, ახლკაცმა და მაისურაძემ ტურნირი ნაადრევ ეტაპზე დაასრულეს - ახალკაცმა პირველივე ბრძოლა დომინიკ დრუზეტასთან წააგო, ხოლო მაისურაძემ შეხვედრა ალექსანდერ ვიეჩერჩაკთან დათმო.

ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალმდე ბრწყინვალედ იასპარეზა და იქ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა. ლაშა მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელი ტოჰარ ბუტბული იქნება.

ნუგზარ ტატალაშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. სამწუხაროდ, ქართული ფინალი ვერ ვნახეთ, რადგანაც რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან დამარცხდა. ტატალაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შვედი ტომი მაციასი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები