Thumbnail

ტოლისოს ტრავმა და ოპერაცია - ფრანგი ნახევარმცველის ევროზე თამაშიც საეჭვოა

  • ბაიერნის ნახევარმცველმა ვარჯიშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო
  • 26 წლის ფრანგი ფეხბურთელისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულდა 
  • ტოლისოს თამაში ზაფხულში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზეც საეჭვოა

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველ კორენტენ ტოლისოს იძულებით დასვენება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოუწევს და შიშობენ, რომ ის ვერც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 

26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყი ბაირნის ვარჯიშზე დაიზიანა. წერენ, რომ გაზონზე დაცემისას ტოლისომ ხმამაღლა იყვირა, იქაურობა კი მხოლოდ სპეციალური ავტომობილით დატოვა. 

მოგვიანებით ფრანგს ოპერაცია ჩაუტარეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ექიმები ტოლისოს გამოჯანმრთელებას სამ თვეში ვარაუდობენ. დიდი ალბათობით, კორენტენი 2010/21 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და საეჭვოა ამ ზაფხულს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის ეროვნულ გუნდში მისი ყოფნაც.

ნახევარმცველს საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში გერმანიას, პორტუგალიასა და უნგრეთს დაუპირისპირდება. თავდაპირველად ტურნირი გასულ ზაფხულს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი ერთი წლით გადავადება გახდა საჭირო. 

კორენტენ ტოლისო მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 14 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები