Thumbnail
  • დავით ხოჭოლავას შახტარმა ისრაელში თელ-ავივის მაკაბის აჯობა
  • გრანადამ ლოს კარმენესზე გატუზოს ნაპოლის უშანსოდ მოუგო

ევროპალიგის მეორე სესიის 7 მატჩში 24 გოლი გავიდა. დავით ხოჭოლავას შახტარმა ისრაელში მაკაბის 2:0 აჯობა. ორივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს, დონეცკელები ალან პატრიკმა დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი მატჩის ბოლო წუთზე ტეტემ გაიტანა და უკრაინელებს მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. ხოჭოლავა სათადრიგო სკამზე იყო და მოედანზე არ გასულა.

გრანადამ ''ლოს კარმენესზე'' ნაპოლის აჯობა. მასპინძლებმა გოლები 2 წუთიან მონაკვეთში გაიტანეს. მარტინესის გუნდი იანხელ ერერამ დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი ნეაპოლელებს ბრაზილიელმა კენედიმ გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბენფიკა 1:1 არსენალი

გოლები: 1:0 პიცი (პენ-55), 1:1 საკა (57)

ანტვერპენი 3:4 რეინჯერსი

გოლები: 0:1 არიბო (38), 1:1 ავენატი (45), 2:1 რეფაელოვი (45+8), 2:2 ბარიშიჩი (59), 3:2 ჰონგლა (66), 3:3 კენტი (83), 3:4 ბარიშიჩი (პენ-90)

ზალცბურგი 0:2 ვილიარეალი

გოლები: 0:1 ალკასერი (41), 0:2 ფერ ნინო (71)

მიოლდე 3:3 ჰოფენჰაიმი

გოლები: 0:1, 0:2 დაბური (8, 28), 1:2 ელინგსენი (41), 1:3 ბაუმგარტნერი (45), 2:3 ანდერსენი (70), 3:3 ფოფანა (74)

გრანადა 2:0 ნაპოლი

გოლები: 1:0 ერერა (19), 2:0 კენედი (21)

მაკაბი თელ-ავივი 0:2 შახტარი

გოლი: 0:1 ალან პატრიკი (31), 0:2 ტეტე (90+3)

ლილი 1:2 აიაქსი

გოლები: 1:0 ვეა (72), 1:1 ტადიჩი (პენ-87), 1:2 ბრობი (89)

კომენტარები

ბოლო ამბები